კიდევ ერთი სატრანფსერო ფანჯარა გაიხსნა და კიდევ ერთხელ აგორდა ხმები მადრიდის “ატლეტიკოს” ლიდერის, ანტუან გრიზმანის გუნდიდან წასვლასთან დაკავშირებით. თუმცა, როგორც ჩანს, ამ ხმების გავრცელებას მალე წერტილი დაესმება.
ესპანური პრესა იტყობინება, რომ ფრანგი შემტევი დათანხმდა კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას. მადრიდელებმა ანტუანს სასურველპირობებიანი ხელშეკრულება შესთავაზეს, რომლის მიხედვითაც გრიზმანი ესპანეთის დედაქალაქის გუნდში 2022 წლის ზაფხულამდე ითამაშებს. ჯერჯერობით, უცნობია, როდის მოეწერება კონტრაქტს ხელი, თუმცა ეს უახლოეს მომავალში მოხდება.
26 წლის ფეხბურთელი “ატლეტიკოში” 2014 წლიდან თამაშობს. 160 თამაშში 83 გოლი აქვს გატანილი.