ახალი ზელანდიის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ენტონი ჰადსონი პრესასთან საუბრისას კონფედერაციის თასზე საკუთარი ქვეყნის მიზნებზე საუბრობს.
“როგორი იქნება დამაკმაყოფილებელი შედეგი კონფედერაციის თასზე? ჩემი გუნდისთვის მიმდინარე წელი ძალიან რთული გამოდგა. ავსტრალიის ჩემპიონატში სეზონი უკვე დასრულდა, ჩემი ფეხბურთელები კი სათამაშო პრაქტიკის გარეშე არიან.
ჩვენი მთავარი მიზანია კონფედერაციის თასზე ერთი მატჩი მაინც მოვიგოთ, რაც აქამდე ჩვენს ნაკრებს არასოდეს გაუკეთებია,” – აცხადებს ჰადსონი.
შეგახსენებთ, რომ ზელანდიის ნაკრებთან ერთად ა ჯგუფში რუსეთის, პორტუგალიისა და მექსიკის ნაკრები გუნდები იმყოფებიან.