მიუნხენის “ბაიერნის” ხელმძღვანელები ოფიციალურად ადასტურებენ “ლიონის” ფრანგი ნახევარმცველის, კორენტინ ტოლისოს ტრანსფერს.
22 წლის ნახევარმცველის ტრანსფერი, რომელსაც საკმაოდ დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ, “ბავარიელებს” 37 მილიონი ევრო დაუჯდათ. ტოლისომ გერმანულ გრანდთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ტოლისოს “ლიონის” რიგებში 160 მატჩი აქვს ჩატარებული და ამ დროის მანძილზე მან 29-ჯერ აიღო მეტოქის კარი. 29-დან 14 გოლი კი გასულ სეზონზე მოდის, რაც მისი პოზიციის ცვლილებითაა გამოწვეული.
ტოლისო კარლო ანჩელოტის გუნდის რიგით მეოთხე ახალწვეულია სებასტიან რუდის, ნიკლას სულესა და სერჟ გნაბრის შემდეგ.