რუმენიგე ტოლისოს ტრანსფერზე: “ეს ანჩელოტის სურვილი იყო”

მიუნხენის “ბაიერნის” ხელმძღვანელები ოფიციალურად ადასტურებენ “ლიონის” ფრანგი ნახევარმცველის, კორენტინ ტოლისოს ტრანსფერს, რომელმაც გასულ სეზონში 14 გოლის გატანა შეძლო.

ტოლისოს ტრანსფერი მიუნხენელთა გენერალურმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემაც შეფასა:”ძალიან მოხარულები ვართ ისეთი ფეხბურთელის დამატებით, როგორიც ტოლისოა.

ის ახალგაზრდა და ძალიან საინტერესო ფეხბურთელია, მაგრამ უნდა ავღნიშნო ისიც, რომ მისი დამატება პირადად კარლო ანჩელოტის სურვილი იყო,” – აცხადებს რუმენიგე.

22 წლის ნახევარმცველის ტრანსფერი, რომელსაც საკმაოდ დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ, “ბავარიელებს” 37 მილიონი ევრო დაუჯდათ. ტოლისომ გერმანულ გრანდთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.