„სანდერლენდის“ ნახევარმცველმა ადამ ჯონსონმა ორთვიანი ტრავმა მიიღო. ამის შესახებ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დიკ ადვოკაატმა განაცხადა.
ცნობისთვის, „ლესტერთან“ ინგლისის პრემიერლიგის პირველი ტურის გასვლით შეხვედრაში ფეხბურთელმა მხარი დაიზიანა. ის შეხვედრა „სანდერლენდმა“ ანგარიშით 2:4 წააგო.
შეგახსენებთ, რომ ნახევარმცველი „საუთჰემპტონში“ 2012 წლის ზაფხულიდან თამაშობს.