აზარი: “ესპანეთში სათადარიგოთა სკამზე ჯდომას ჩინეთში თამაში ჯობს”

ლონდონის “ჩელსის” ბელგიელი ლიდერი, ედენ აზარი იანიკ ფერეირა კარასკოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელმაც მადრიდული “ატლეტიკო” ჩინურ კლუბში, “დალიან იფან”-ში გაცვალა.

“შესაძლოა, მისთვის ჩინეთში გადასვლა ერთადერთ ვარიანტს წარმოადგენდა. “ატლეტიკოში” რომ დარჩენილიყო, შესაძლოა სულ ვერ ეთამაშა. ახლა კი ფაქტია, რომ მას სათამაშო დრო არ მოაკლდება – ესპანეთში სათადარიგოთა სკამზე ჯდომას ჩინეთში თამაში ჯობს.

ბევრს ეს ტრანსფერი უცნაურად ეჩვენება, მაგრამ კარასკოს თავისი მიზეზები ჰქონდა. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ჩინეთში თამაში ნაკრებში მისი მოხვედრის შანსებს არ შეამცირებს,” – აცხადებს ედენ აზარი.

შეგახსენებთ, რომ თავად ედენ აზარი ძალიან ახლოსაა ესპანეთში, კერძოდ კი მადრიდში გადაბარგებასთან.

კარასკო “ატლეტიკოს” დატოვებასთან ძალიან ახლოს არის

ავტორიტეტული მადრიდული გამოცემა, AS, საკმაოდ საინტერესო და მოულოდნელ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, იანიკ ფერეირა კარასკოს კარიერის ჩინურ კლუბში გაგრძელება აქვს განზრახული.

როგორც ცნობილი ხდება, “დალიან იფანმა” უკვე გაუკეთა “ატელტიკოს” ოფიციალური შეთავაზება. ჩინელები 24 წლის ბელგიელი ფეხბურთელის ტრანსფერში 30 მილიონ ევროს იხდიან.

ცნობისთვის გეტყვით იმასაც, რომ ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში, თანხის 25 პროცენტს “მონაკო”, კარასკოს ყოფილი კლუბი მიიღებს. 2015 წელს სწორედ მონაკოელებს გადაუხადა “ატლეტიკომ” 17 მილიონი ევრო.

სიმეონე მზადაა, “პრობლემატურ” კარასკოს შეელიოს

მადრიდის “ატლეტიკოს” ხელმძღვანელები ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე იანიკ ფერეირა კარასკოსთან გამომშვიდობებას გეგმავენ. ამ ინფორმაციას გავლენიანი ესპანური გამოცემა As ავრცელებს.

როგორც ცნობილი ხდება, ბელგიელ ფეხბურთელს კოკესთან და გაბისთან ცუდი ურთიერთობა აქვს, ისევე როგორც სიმეონეს ერთ-ერთ დამხმარე მწვრთნელთან. აქიდან გამომდინარე, მადრიდული კლუბი მას პრობლემატურ ფიგურად განიხილავს და მასთან განშორებას გეგმავს.

მიუხედავად იმისა, რომ სიმეონე საკმაოდ დიდი სიმპატიებით არის განწყობილი კარასკოს მიმართ, ისიც იძულებული გახდა, თანხმობა განეცხადებინა ბელგიელის გაყიდვაზე.

24 წლის ფეხბურთელის გადაბირების სურვილს მიუნხენის “ბაიერნისა” და რამდენიმე ინგლისური გრანდის ხელმძღვანელები გამოთქვამენ. “ატლეტიკოში” დარჩენის შემთხვევაში კი მას სათადარიგო ფეხბურთელის სტატუსი მიენიჭება.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 16 ივნისი


კონტე “ჩელსის” ტოვებს?

Sky Sports-ის ცნობით, ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბის ხელმძღვანელთა პასიურობით უკმაყოფილოა და კლუბის დატოვებაზე ფიქრობს.

კონტემ მისი ყოფილი კლუბი, “იუვენტუსიც” სოწრედ ამავე მიზეზით დატოვა, მის შემცვლელად კი ლონდონში ტომას ტუჰელს მოისაზრებენ, რომელმაც ზაფხულში დორტმუნდის “ბორუსია” მიატოვა.


დონარუმასთვის გაჩაღებულ ბრძოლაში ლიდერი “რეალია”

ჯანლუიჯი დონარუმამ 15 ივნისს ოფიციალურად დაადასტურა, რომ “მილანთან” კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს და იტალიურ კლუბს უახლოეს მომავალში დატოვებს.

ახალგაზრდა იტალიელი მეკარის გადაბირების სურვილს კი ევროპის რამდენიმე გრანდი გამოთქვამს, მათ შორის დაწინაურებულ პოზიციებში “რეალისა” და “პსჟ”-ს ხელმძღვანელები იმყოფებიან. Sky Sport Italia-ს ცნობით, ჯიჯიოს გადაბირებასთან ყველაზე ახლოს მადრიდული გრანდი იმყოფება.


პეპი კროოსს “სიტიში” იწვევს

“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა მზადაა, მადრიდის “რეალთან” ტონი კროოსის ტრანსფერის თაობაზე წამოიწყოს მოლაპარაკებები.

Don Balon-ის ცნობით, “ბარსელონას” ყოფილმა თავკაცმა უკვე მიაღწია სიტყვიერ შეთანხმებას გერმანელი ფეხბურთელის წარმომადგენელთან და ახლა ჯერი “რეალზეა”.


A Bola: რონალდუ “რეალს” დატოვებს

პორტუგალიური პრესა იუწყება, რომ კრიშტიანუ რონალდუმ მადრიდული გრანდის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, სადაც მან სამჯერ მოახერხა ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მოგება და ამის შესახებ კლუბის პრეზიდენტსაც აცნობა.

A Bola-ს ცნობით, პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი გადასახადების დამალვაშია დადანაშაულებული და იძულებულია ესპანეთი დატოვოს.


კარასკოს ტრანსფერისთვის ერთმანეთს “ბაიერნი” და “არსენალი” ეცილებიან

მადრიდის “ატლეტიკოს” შემტევის, იანიკ ფერეირა კარასკოს გადაბირებით მიუნხენის “ბაიერნისა” და ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელები არიან დაინტერესებულები.

calciomercato.com-ის ცნობით, “არსენალი” კარასკოში ალექსის სანჩესის შემცვლელს ხედავს, რომელიც ზაფხულში კლუბს აუცილებლად დატოვებს, “ბაიერნი” კი კარასკოზე სანჩესის ტრანსფერის ჩაშლის შემთხვევაში გადაერთვება.