მექსიკისა და პორტუგალიის ნაკრებებმა რუსეთში ნამდვილი შოუ დადგეს (ვიდეო)

დღეს, 18 ივნისს კონფედერაციის თასის 2017 წლის გათამაშებაში პორტუგალიისა და მექსიკის ნაკრებებიც ჩაერთვნენ.

მატჩი საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოდგა – ანგარიში მატჩის 34-ე წუთზე რიკარდო ქუარეჟმამ გახსნა კრიშტიან რონალდუს გოლი, რასაც ჰავიერ ერნანდესმა 42-ე წუთზე უპასუხა.

სედრიკმა 86-ე წუთზე კვლავ დააწინაურა პორტუგალიის ნაკრები, თუმცა მორენომ მატჩის დასრულებამდე ორიოდე წუთით ადრე შეძლო ანგარიშის გათანაბრება – 2:2.

ა ჯგუფის მეორე ტურის მატჩში პორტუგალია რუსეთს დაუპირისპირდება, მექსიკა კი ახალ ზელანდიას.


პორტუგალია: რუი პატრისიო; გერეირო, ფონტე, პეპე, სედრიკი; გომეში, მოუტინიო (სილვა 58′), კარვალიო, ქუარეჟმა (ანდრე სილვა 82′); რონალდუ, ნანი (მარტინსი 58′)

მთვარი მწვრთნელი: ფერნანდუ სანტუში

მექსიკა: ოჩოა; სალკედო (არაუხო 67′), რეიესი, მორენო, ლაიუნი; დოს სანტოსი, ერერა, გუარდადო; კარლოს ველა (ჯოვანი დოს სანტოსი 57′), ჩიჩარიტო, ხიმენესი

მთავარი მწვრთნელი: ოსორიო