“ბეშიქთაშში” მესისა და რონალდუს ადგილი არ არის”

“ბეშიქთაშის” მცველი, დუშკო ტოშიჩი დარწმუნებულია, რომ თურქულ გუნდში, სადაც ისეთი თავდამსხმელები თამაშობენ, როგორებიც რაიან ბაბელი, რიკარდო ქუარეჟმა, ჩენკ ტოსუნი და ვინსენტ აბუბაქარი არიან, მესისა და რონალდუს ადგილი არ არის.

“ნამდვილად ვერ გავწირავდი გუნდის რომელიმე ფეხბურთელს მესისა და რონალდუსთვის ადგილის გასათავისუფლებლად.

მე ძალიან მიყვარს ჩემი თანაგუნდელები და გუნდი.

ამასთანავე, მე რონალდუსთან ადრეც მითამაშია და მინდა გითხრათ, რომ მისი შესაძლებლობები დიდად არასდროს მომწონდა. უცნაურად თამაშობდა,” – აცხადებს ტოშიჩი.