იტალიის ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველმა “მაკრატელა” გოლი გაიტანა (ვიდეო)

21 წლამდე ფეხბურთელთა შორის მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩში იტალიელმა ნახევარმცველმა ლორენცო პელეგრინიმ დანიელების კარში “მაკრატელა” გოლი გაიტანა. შეხვედრა “სკუადრა აძურას” გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.