ბერნარდესკიმ “იუვენტუსში” სათამაშო ნომერი აირჩია

ტურინის “იუვენტუსმა” გუნდის ახალწვეული ფედერიკო ბერნარდესკი წარადგინა.

23 წლის ფეხბურთელმა “ბებერი სინიორას” რიგებში 33-ე ნომერი აირჩია.

“იუვენტუსი” მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია. აქ მაშინვე გამარჯვებულის მენტალიტეტი გიყალიბდება. მე-10 ნომერი მომწონს, მაგრამ მის მოპოვებას დამსახურება უნდა. მინდა, რომ გუნდს სკუდეტოს ზედიზედ მეშვიდედ მოგებაში დავეხმარო და გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მინიმუმ ნახევარფინალში ვითამაშო”, – ბერნარდესკის სიტყვებს “იუვენტუსის” პრესსამსახური აქვეყნებს.

ტურინელები ფეხბურთელის სანაცვლოდ “ფიორენტინას” 40 მილიონ ევროს გადაუხდიან.

“იუვენტუსი” ბერნარდესკის სანაცვლოდ 45 მილიონს იხდის

“ფიორენტინას” თავდამსხმელმა ფედერიკო ბერნარდესკიმ კარიერა შესაძლოა, ტურინის “იუვენტუსში” განაგრძოს.

“ბებერი სინიორა” მზად არის, 23 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 45 მილიონი ევრო გაიღოს. ტურინელებმა “ფიორენტინას” შესაბამისი წინადადებით უკვე მიმართეს, მაგრამ “ვიოლას” ხელმძღვანელობა 50 მილიონ ევროს ითხოვს. მოსალოდნელია, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკება გაგრძელდება. “იუვენტუსის” გარდა იტალიის ნაკრების ფეხბურთელით მილანის “ინტერიც” გახლავთ დაინტერესებული.

ფედერიკო ბერნარდესკიმ გასულ სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 42 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა მიითვალა.