“ბოკა ხუნიორსმა” სტადიონზე სპეციალური საათი დაამონტაჟა (ფოტო)

“ბოკა ხუნიორსმა” საკუთარ სტადიონზე დაამონტაჟა საათი, რომელიც უჩვენებს, თუ რამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც გუნდი ქვეყნის უმაღლესი დივიზიონიდან არ გავარდნილა. “ბოკა” პრიმერაში ადგილს უკვე 112 წელი და 84 დღეა ინარჩუნებს, უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, გუნდი უმაღლესი დივიზიონიდან არასდროს გავარდნილა.

ცნობისთვის, ანალოგიური საათი “ჰამბურგის” სტადიონზეც არის დამონტაჟებული.