მსაჯი ფეხბურთელს: “ცოტა უკეთესი რომ იყო, შესაძლოა, უკეთესი მსაჯიც შეგხვედროდა”

ფინეთის ნაკრებისა და დანიური “მიდტიულანის” 30 წლის ნახევარმცველი ტიმ სპარვი ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ირლანდიური “დერი სიტის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში სასაცილო დიალოგის მონაწილე გახდა.

“ასაკთან ერთად სულ უფრო მეტად მომწონს მატჩის მიმდინარეობის დროს მსაჯებთან კამათი. არც გუშინდელი მატჩი იყო გამონაკლისი.

მე: “არბიტრო, იქ არავითარი ჯარიმა არ ყოფილა.

მსაჯი: “შესაძლოა, არც იყო, მაგრამ ცოტა უკეთესი რომ იყო და ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობდე, შესაძლოა, უკეთესი არბიტრიც შეგხვედროდა”.

მატჩი “მიდტიულანის” გამარჯვებით, ანგარიშით 6:1 დასრულდა. შეხვედრას ავსტრიელი არბიტრი მარკუს ჰამეტერი სჯიდა.