ჩეხეთის 19-წლამდე ნაკრებმა შვედეთი დაამარცხა

დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის სადებიუტო შეხვედრა შედგა. ერთმანეთს შვედეთისა და ჩეხეთის ასაკობრივი ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

პირველ ტაიმში შანსი ორივე გუნდს ჰქონდა. ანგარიშის გახსნა 42-ე წუთზე ჩეხების შემტევმა, დანიელ ტურინამ შეძლო. 55-ე წუთზე ტურინამ დუბლი შეასრულა. მეორე ნახევარში კიდევ ერთი გოლი გავიდა. ამჯერად, უკვე შვედებმა ივარგეს. ვიქტორ გიოკერესმა ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხა და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა.

საბოლოოდ, ჩეხებმა ანგარიშით, 2-1 იმარჯვეს. მათ სამი ქულა აქვთ და პირველ ადგილზე იმყოფებიან.

აქვე გეტყვით, რომ ამ ჯგუფში კიდევ ერთი მატჩი დღეს გაიმართება. 20:00 საათზე “თენგიზ ბურჯანაძეზე” ერთმანეთს საქართველოსა და პორტუგალიის 19-წლამდე ნაკრებები დაუპირისპირდებიან.