გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იოაჰიმ ლიოვმა, ახალგაზრდული ნაკრებით მოგებულ კონფედერაციათა თასზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს გამარჯვება ფეხბურთის ისტორიას დარჩება.
“ეს მართლაც რომ დიდი მიღწევაა, გერმანიის ნაკრებს ასეთი ტიტული ისტორიის მანძილზე არასოდეს ჰქონდა მოგებული. ასე რომ, ეს გუნდი და ეს გამარჯვება ისტორიას დარჩება.
ვერავინ იტყვის, რომ ეს გამარჯვება არ დავიმსახურეთ, ამიტომაც ვართ ასეთი ბედნიერები. დიახ, ამ გამარჯვებამ ჩვენ სუპერ ბედნიერები გაგვხადა.
რაც შეეხება ტიტულს, ის მუნდიალის ჯილდოზე ბევრად უფრო მძიმეა,” – აცხადებს ლიოვი.