ოფიციალურად: იბორა “ლესტერში” ითამაშებს (ფოტო)

ესპანური “სევილიას” ნახევარმცველი, ვისენტე იბორა ამიერიდან კარიერას ინგლისურ პრემიერ ლიგაში, 2015/16 წლების სეზონის ჩემპიონი გუნდის, “ლესტერის” რიგებში გააგრძელებს.

“მელიების” ოფიციალური ვებ-გვერდის მიერ დადასტურებული ინფორმაციის მიხედვით, იბორამ ინგლისურ კლუბთან 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

მხარეები ტრანსფერის ფასის შესახებ არაფერს ამბობენ, მაგრამ სანდო წყაროს ცნობით, 29 წლის ესპანელი ფეხბურთელის სანაცვლოდ “დალაქებმა” 12 მილიონი ფუნტი მიიღეს.

“ლესტერმა” “სევილიას” კაპიტანი გადაიბირა

ესპანური “სევილიას” კაპიტანი, ვისენტე იბორა ამიერიდან კარიერას “ლესტერ სიტის” რიგებში გააგრძელებს. ამ ინფორმაციას ინგლისური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდიც ადასტურებს.

როგორც ცნობილი ხდება, მხარეებმა შეთანხმებას საკმაოდ ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად მიაღწიეს – Leicester Mercury-ს ცნობით, “ლესტერმა” იბორას სანაცვლოდ 12 მილიონი ფუნტი გადაიხადა.

იბორა “დალაქების” ღირსებას 2013 წლიდან იცავს. მან ესპანური კლუბის მაისურით 172 მატჩი ჩაატარა და 30 გოლი გაიტანა.