“ჩელსიმ” ტემი აბრაჰამთან ახალი კონტრაქტი გააფორმა და პრემიერ ლიგის გუნდში გაანათხოვრა

ლონდონის “ჩელსიმ” ახალგაზრდა შემტევთან, ტამი აბრაჰამთან ახალი კონტრაქტი გააფორმა და იგი “სუონსიში” გაანათხოვრა. ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

ხელშეკრულება ხუთწლიანია. ხელფასის დეტალი არაა ცნობილი. ხოლო, აბრაჰამი “სუონსიში” ერთწლიანი იჯარით ითამაშებს.

19 წლის ინგლისელი “ლურჯების” აღზრდილია. იგი ეროვნული ნაკრების ყველა ასაკობრივი გუნდის წევრი იყო. წინა სეზონი კი “ბრისტოლ “სიტიში” იჯარით აქვს გატარებული.