ნელსონ მანდელამ ფრანკფურტის “აინტრახტთან” კონტრაქტი გააფორმა

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტის თანამოსახელემ, ნელსონ მანდელამ ფრანკფურტის “აინტრახტთან” ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

კამერუნელმა თავდამსხმელმა, რომლის სრული სახელიც ნელსონ მანდელა მბუჰომი გახლავთ, კარიერა “ბარსელონას” ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო, სანამ 2013-14 წლების სეზონს “აინტრახტში” გაატარებდა და შემდეგ “ჰოფენჰაიმში” არ გადავიდოდა.

კონტრაქტის გაფორმებით გაბედნიერებულმა მანდელამ კლუბის ოფიციალურ საიტთან საუბრისას განაცხადა: “უზომოდ ბედნიერი ვარ, ასეთი შესაძლებლობა რომ მეძლევა. ფრანკფურტში თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ და ამაყიც ვარ. მოუთმენლად ველი ახალ სეზონს.”