მოიესი ზაჰასთან კონფლიქტს უარყოფს

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა განაცხადა, რომ მასა და უილფრიდ ზაჰას სორის კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია. რამოდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, 21 წლის ფორვარდი უკმაყოფილოა. ზაჰა იჯარის წესით სხვა კლუბში ითხოვდა გაშვებას. მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა მოთამაშემ მხოლოდ 2 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

“ზაჰას ვუთხარი, რომ იჯარით მხოლოდ იმ შემთხვევაში გავუშვებ, თუ მას თამაშის შანსი არ ექნება. მაგრამ, ტრავმებმა ძალიან შეგვაწუხეს და ზაჰაც აუცილებლად გვჭირდება.
კონფლიქტი ჩვენს შორის ნამდვილად არ ყოფილა. ვარჯიშზე მხოლოდ 30 წამი ვისაუბრეთ” – განაცხადა მოიესმა.