ბერგამოს “ატალანტას” მარჯვენაფლანგელი მცველი ანდრეა კონტი კარიერას “მილანში” გააგრძელებს.
“როსონერიმ” ეს ინფორმაცია უკვე დაადასტურა. 23 წლის ფეხბურთელი “მილანში” სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც კლუბთან შრომით ხელშეკრულებას ხელს მოაწერს.
ანდრეა კონტიმ გასულ სეზონში “ატალანტას” რიგებში 35 მატჩი ჩაატარა, რვა გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა გააკეთა. გატანილი გოლების რაოდენობით მისთვის შარშანდელი სეზონი საუკეთესო იყო.