კობაური: “ამ მარცხს ვიმსახურებდით”

19-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე ჩეხეთთან მარცხის შემდეგ, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, დავით კობაურმა ჟურნალისტებთან იაუბრა.

“პირველი გოლი ძალიან დასანანი იყო. ბოლო წუთზე კონცენტრაცია დავკარგეთ და მეტოქემაც ეს გამოიყენა. ჩემი აზრით, ამ მარცხს ვიმსახურებდით, რადგან  ორივე გოლი სტანდარტიდან გავუშვით. პირველი წუთების მერე ტემპი დავაგდეთ. ამის შემდეგ კი, მართალი გითხრათ, რთულია ისევ გააქტიურება. ალბათ, ამანაც იმოქმედა შედეგზე.”

“გულშემატკივარს ძალიან დიდი მადლობას ვუხდი, რათა მოვიდნენ და  გვერდში დაგვიდგნენ,” – განაცხადა კაპიტანმა.

საქართველო U19-ის კაპიტანი: “გუნდში ასეთი საბრძოლო განწყობა არასდროს ყოფილა”

ხვალ “მიხეილ მესხზე” 19-წლამდე ვეროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ჩეხეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. ჯგუფიდან გასასვლელად მხოლოდ მოგება გვჭირდება.

საინტერესო შეხვედრის წინ Fanebi.Com-ს ჩვენი ნაკრების კაპიტანი, დავით კობაური ესაუბრა.

“გუნდში ასეთი საბრძოლო განწყობა არასდროს ყოფილა! შესანიშნავი ატმოსფერო სუფევს და ხვალ დიდი გამარჯვების მოპოვებას ვაპირებთ. ჩეხეთის დამარცხება ერთიანობით და ბრძოლით შეგვიძლია. ტაქტიკურად გამართულ ფეხბურთს ვითამაშებთ, რომელთანაც ინდივიდუალიზმი იქნება შეზავებული. ეს ყველაფერი კი შედეგს აუცილებლად მოიტანს!”

“ევროპის ჩემპიონატი რთული ტურნირია, სადაც ნებისმიერი მეტოქე დიდ ძალას წარმოადგენს. ჩვენი მაქსიმუმი ყველა თამაშის მოგება იქნება. ამას მხოლოდ გულშემატკივრის გვერდში დგომით მოვახერხებთ! მათ ვთხოვ, რომ მოვიდნენ და მხარი დაგვიჭირონ!” – განაცხადა კაპიტანმა.