მარკ ცუკერბერგის კომპანია მზადაა, “ტოტენჰემი” 1 მილიარდ ფუნტად შეისყიდოს

The Times-ის მიერ გავრცელებული უახლესი ცნობების თანახმად, ამერიკული საინვესტიციო კომპანია, რომლის უკანაც მარკ ცუკერბერგი დგას, მზადაა ლონდონის “ტოტენჰემი” 1 მილიარდი ფუნტის სანაცვლოდ შეისყიდოს.

როგორც ცნობილი ხდება, ამ კომპანიამ 2014 წელს უკვე შესთავაზა 882.6 მილიონი ფუნტი კლუბის მილიარდელ მფლობელ ჯოი ლევისს, მაგრამ უარი მიიღო. ეს უკანასკნელი კლუბის გაყიდვას მაშინ მხოლოდ 2 მილიარდ ფუნტად გეგმავდა.

წყაროს ცნობით, Iconiq Capital ამ დროისთვის რამდენიმე მხარესთან აწარმოებს მოლაპარაკებას “სპურსის” აქციების შესაგროვებლად.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ბოლო დროს უცხოური ინვესტორების ინტერესის ზრდა ინგლისური კლუბების მიმართ Sky Sports-თან და BT Sport-თან გაფორმებულმა სატელევიზიო ხელშეკრულებებმა გამოიწვია.