ანტონიო რიუდიგერს “რეალში” გადასვლა უნდა

ლონდონის “ჩელსის” მცველ ანტონიო რიუდიგერს თვალი კარისკენ უჭირავს.

მიუხედავად იმისა, რომ “ლურჯებს” გერმანელ ფეხბურთელთან შრომითი ხელშეკრულების გახანგრძლივება სურთ და წელიწადში ჯამაგირის სახით ექვსნახევარ მილიონ ევროსაც თავაზობენ, თავად რიუდიგერი ათ მილიონს ითხოვს ან გუნდის დატოვებით “იმუქრება”. 28 წლის მცველმა საკუთარ აგენტს ახალი კლუბის მოძებნა უკვე დაავალა.

ცნობილია, რომ ანტონიო რიუდიგერის დამატებით დაინტერესებულია მიუნხენის “ბაიერნი”, თუმცა თავად ფეხბურთელს გული მადრიდის “რეალისკენ” მიუწევს. “სამეფო კლუბი” ცენტრალური დაცვის გამაგრებას ისედაც აპირებს.

ანტონიო რიუდიგერმა ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში ექვსი მატჩი ჩაატარა და ერთი ბურთი გაიტანა.

“ჩელსისა” და ანტონიო რიუდიგერს შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა მომავალი წლის ზაფხულში ეწურება. იანვარში ფეხბურთელს სხვა კლუბებთან დამოუკიდებლად მოლაპარაკების უფლება მიეცემა.

“ბაიერნმა” “ჩელსის” რიუდიგერის თაობაზე მიმართა

გერმანული გამოცემა “ბილდი” იუწყება, რომ მიუნხენის “ბაიერნი” ლონდონის “ჩელსის” მცველ ანტონიო რიუდიგერით დაინტერესდა და ინგლისურ კლუბს ოფიციალური წინადადებითაც მიმართა, თუმცა “ლურჯების” პოზიცია ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის გერმანელი ფეხბურთელი “ჩელსიში” ხელფასის მომატებას ითხოვს, რაც არის კიდეც მხარეებს შორის კონტრაქტის გახანგრძლივების დამაბრკოლებელი ფაქტორი. რუდიგერს კვირაში 120 ათასი ფუნტი სტერლინგი ეძლევა, ფეხბურთელი 200 ათასს ითხოვს.

“ჩელსისა” და ანტონიო რიუდიგერს შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა მომავალი წლის ზაფხულში ეწურება. იანვარში ფეხბურთელს სხვა კლუბებთან დამოუკიდებლად მოლაპარაკების უფლება მიეცემა.

ოფიციალურად: “ჩელსიმ” ანტონიო რუდიგერი გაიფორმა

“რომას” მცველი ანტონიო რუდიგერი კარიერას ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელებს. 24 წლის ფეხბურთელი ლონდონის “ჩელსის” შეუერთდა.

მხარეებს შორის ხუთწლიანი შრომითი ხელშეკრულება გაფორმდა. რუდიგერი ინგლისური გუნდის რიგებში ორნომრიანი მაისურით ითამაშებს. “რომა” გერმანელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს და ბონუსის სახით კიდევ ოთხ მილიონს მიიღებს.

“თავს უბედნიერესად ვგრძნობ. დიდ კლუბში გადავედი და დიდი პერსპექტივა მაქვს. ვამაყობ, რომ აქ ვიმყოფები, თანაგუნდელებთან შეხვედრას მოუთმენლად ველოდები”, – თქვა რუდიგერმა.