დღეს “სანტიანგო ბერნაბეუზე” მადრიდის “რეალის” შენაძენის, ტეო ერნანდესის პრეზენტაცია შედგა. მას ჟურნალისტებთან და საპატიო სტუმრებთან ერთად, ტეოს ოჯახის წევრები და ნათესავები ესწრებოდნენ.
ესპანელი ფეხბურთელი სიტყვითაც გამოვდა.
“მადლობა გუნდელებსა და გულშემატკივრებს პატივისცემისთვის. ბედნიერი ვარ, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბში მოვხვდი. ყველა ოცნებობს, რომ მწვერვალის წვეროზე მოექცეს. აქამდე “ატლეტიკოში” ვთამაშობდი, ხოლო ახლა ეს კლუბი ავირჩიე, რადგან ის ყველასგან გამორჩეულია.”
“ჩემს გადაწყვეტილებაზე ოდნავადაც არ მიყოყმანია. იმედი მაქვს, ყველაფერი ისე აეწყობა, როგორც ვგეგმავ,” – განაცხადა “მადრიდისტამ”.