დონარუმას ძმამ “მილანში” სამედიცინო შემოწმება გაიარა

ტრიპოლისის “ასტერასის” მეკარე ანტონიო დონარუმა იტალიაში ბრუნდება.

27 წლის კიპერმა “მილანში” სამედიცინო შემოწმება გაიარა და უახლოეს პერიოდში კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს. ის ჯანლუიჯი დონარუმას უფროსი ძმა გახლავთ. ცნობისთვის, ანტონიო დონარუმამ პროფესიული კარიერა სწორედ “მილანის” რიგებში დაიწყო.

გავრცელებული ინფორმაციით, “მილანში” დონარუმა-უფროსის გადასვლა ჯანლუიჯი დონარუმასთვის “როსონერისთან” კონტრაქტის გახანგრძლივების ერთ-ერთი პირობა იყო.