ნიკა მნათობიშვილი მოედანს დაუბრუნდა! ამის შესახებ ფეხბურთელის კლუბის, “გაგრის” ოფიციალური გვერდი იტყობინება.
ნიკა 8 თვის განმავლობაში ებრძოდა სიმსივნეს. მან, საბოლოოდ, თავისი სიმტკიცით და გამძლეობით, როგორიც ასევე მოედანზეც გახლავთ, მასზე გაიმარჯვა. ნიკა დღევანდელ სპარინგში “ზუგდიდის” წინააღმდეგ მეორე ნახევრიდან ჩაერთო და ძალიან კარგადაც წარმოაჩინა თავი. “გაგრას” წინ დიდი ბრძოლა ელის ეროვნული ლიგის საგზურის მოსაპოვებლად და სასიხარულოა, რომ ამ ბრძოლაში ნიკაც სრულფასოვნად იქნება გუნდის გვერდით.