სალგადო: “მომწონს, რომ “რეალი” ესპანეთი 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელებს ყიდულობს!”

ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე შესანიშნავი გამოსვლის შემდეგ, ესპანეთის ასაკობრივი ნაკრების ფეხბურთელები, მარკოს ლორენტე, ხესუს ვალეხო და დანი სებალოსი მთავარ მადრიდის “რეალის” მთავარ გუნდში გადავიდნენ.

“ბლანკოსის” ლეგენდამ, მიშელ სალგადომ მადრიდული გრანდის ასეთი სატრანსფერო პოლიტიკა მოიწონა.

“ჩემპიონთა ლიგის ორჯერ მოგების შემდეგ, “რეალმა” აქცენტი ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გააკეთა. ეს ძალიან მახარებს. ზინედინ ზიდანი კიდევ უფრო მრავალმხრივ გუნდს ქმნის. მომწონს, რომ ისინი ესპანეთის 21-წლამდე ნაკრების წევრებს იმატებენ.”

“როცა გაიხსენებ რომ, მათ გუნდში ჰყავთ მარკოს ლორენტე, დანი სებალოსი, ვასკესი, ასენსიო, ხვდები, რომ დღევანდელ კოლექტივს დიდი მომავალი აქვს!” – განაცხადა სალგადომ.