ინგლისის ასოციაციის თასში განცდილი მარცხის შემდეგ, ლონდონის “ჩელსიმ” თანაქალაქელ “არსენალზე” შური ამხანაგურ მატჩში იძია, რომელიც შაბათს, 22 ივლისს გაიმართა.
მატჩი “არისტოკრატთა” უპირატესობით მიმდინარეობდა. ანგარიში მე-40-ე წუთზე უილიანმა გახსნა, ორიოდ წუთში კი ბატშუაიმმეორეჯერაც დალაშქრა ოსპინას კარი. მატჩის 49-ე წუთზე კი მანვე დააფიქსირა საბოლოო ანგარიში შორეული გასროლით.
“არსენალი”: ოსპინა; ბრამალი, მონრეალი, მერტესაკერი, მაიტლანდ-ნილსი; ჯაკა, რემზი; აივობი, იოზილი, ოქსლეიდ-ჩემბერლინი; ლაკაზეტი
მთავარი მწვრთნელი: არსენ ვენგერი
“ჩელსი”: ტიბო კურტუა; ასპილიკუეტა, ლუისი, კეჰილი; მოზესი, კანტე, ფაბრეგასი, ალონსო; ვილიანი, ბატშუაი, პედრო
მთავარი მწვრთნელი: ანტონიო კონტე