ბელერინს “ბარსელონაში” დაბრუნება უნდა, თუმცა კლუბი სემედუს ენდობა

უცხოურ პრესაში გავრცელებულ ცნობებს თუ დავეყრდნობით, “არსენალის” მცველი, ექტორ ბელერინი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ “არსენალში” წარმატებებს ვერ მიაღწევს და “ბარსელონაში” დაბრუნება განიძრახა.

ესპანელი მცველი აგენტმა უკვე განუცხადა კატალონიურ გრანდს თავისი კლიენტის ინტერესების შესახებ, მაგრამ “ბლუაგრანა” ბელერინის ტრანსფერით დაინტერესებული არ არის და ნელსონ სემედუს სრულ ნდობას უცხადებს.

როგორც იცით, პორტუგალიელი მცველის ყიდვამდე “ბარსელონაში” საკმაოდ აქტიურად განიხილავდნენ ბელერინის ყიდვის ვარიანტს, მაგრამ “არსენალი” მის სანაცვლოდ დიდ თანხას, 50 მილიონ ევროს ითხოვდა. ამიტომაც კატალონიურმა კლუბმა ამ ტრანსფერზე ხელი ჩაიქნია.

გამომდინარე იქიდან, რომ ბელერინსა და ვენგერს შორის არსებული ურთიერთობა უფრო და უფრო მწვავდება, შესაძლოა, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულმა მცველმა მაინც დატოვოს “არსენალი”.

ნეიმარი ვარჯიშზე თანაგუნდელს წაეჩხუბა (ვიდეო)

ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფი კატალონიის “ბარსელონა” ახალი სეზონისათვის მზადებას განაგრძობს. დღეს, დილით, კატალონიელთა ვარჯიშზე უსიამოვნო ინციდენტი მოხდა. ერთ-ერთი ორთაბრძოლის შემდეგ, ნეიმარი გუნდის ახალ წევრს, ნელსონ სემედუს გაუბრაზდა, ბრაზილიელი თავდამსხმელი კი სერხიო ბუსკეტსმა დაამშვიდა.

ინციდენტის შემდეგ, ნეიმარმა ვარჯიში გაბრაზებულმა დატოვა. ჯერ-ჯერობით, უცნობია, ითამაშებს თუ არა 25 წლის ფეხბურთელი მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ 30 ივლისს გასამართ შეხვედრაში.