მიხეილ გორელიშვილი ბათუმის “დინამოს” დაემშვიდობა. ფეხბურთელთან მოქმედ ხელშეკრულებას ვადა დღეს ამოეწურა. ამის შესახებ აჭარელთა ოფიციალური გვერდი იტყობინება.
“დინამო ბათუმი მადლობას უხდის მიხეილ გორელიშვილს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს უსურვებს მომავალ საფეხბურთო კარიერაში,” – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გორელიშვილი გასულ ზამთარში შეუერთდა “დინამოს”. იგი რუსული “ოლიმპიეტსიდან” გადავიდა ქართულ გუნდში.