გუშინ 100 მეტრზე სირბილში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი გაიმართა. საკმაოდ დაძაბული გარბენი ჯასტინ გატლინის გამარჯვებით დასრულდა.
35 წლის ამერიკელმა 9.92 წამში მოახერხა აღნიშნული დისტანციის დაფარვა. მეორე ადგილზე გატლინის თანამემამულე, კრისტიან კოულმენი გავიდა, რომელმაც 9.94 წამი დააფიქსირა. ხოლო, ბრინჯაოს მედალი ლეგენდარულმა იამაიკელმა, უსეინ ბოლტმა მოიპოვა. მან 9.95 წამში მოახერხა ასი მეტრის გარბენა. გატლინმა, გამარჯვების შემდეგ, ლეგენდის წინ ქედი მოიხარა.