უოლკოტი: “კოლაშინაცი ცხოველია!”

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე სეად კოლაშინაცი გელზენკეხენის “შალკედან” ლონდონის “არსენალში” 15 მილიონ ევროდ გადავიდა. 24 წლის მარცხენა მცველმა ინგლისის სუპერთასზე ითამაშა და გოლის გატანაც მოახერხა.

ლონდონელთა შემტევმა, თეო უოლკოტმა ბოსნიელზე ისაუბრა.

“პირდაპირ გეტყვით, ის ცხოველია. მას დაუჯერებელი ფიზიკური მონაცემები აქვს. ყოველ დღე ვუყურებ სავარჯიშო დარბაზში და ნამდვილ ტანკს ჰგავს. ეს იმის დამსახურებაა, რომ სწორად იკვებება. სეადი პროფესიონალია!”

“როცა იგი ბურთს იღებს, დიდ ძალასა და ტემპს ამჟღავნებს. კოლაშინაცის ცქერა სასიამოვნოა. ხოლოდ, როცა შემტევი მის წინააღმდეგ მოქმედებს, ურთულესია, სეადს გვერდი აუაროს. მენდეთ, ის იდეალურია პრემიერ ლიგისთვის. მას გააჩნია განსახვავებული სტილი, რომლითაც აუცილებლად დაიმკვიდრებს ინგლისში თავს,” – ახადებს უოლკოტი.