მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა ევროპის სუპერთასის ზედიზედ მეორედ მოგების შემდეგ, პრესასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ მადრიდელები გაჩერებას არ აპირებენ.
“ბრწყინვალე გუნდი გვყავს, რომელსაც კიდევ უფრო დიდი მწვერვალების დაპყრობაც შეუძლია. გამარჯვება გვწყურია, ყოველთვის უფრო მეტი გვინდა.
ჩვენი თამაში თითქმის უნაკლო იყო. პირველ ნახევარში ფანტასტიკურები ვიყავით, შემდეგში კი ცოტა გაგვიჭირდა. მესამე გოლიც რომ გაგვეტანა, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. რაც მთავარია, გუნდმა მებრძოლი სულისკვეთება აჩვენა.
გასახდელში გამარჯვებაც შესაბამისად აღვნიშნეთ, რაც ჩვეულებრივია. მოგება არასოდეს მოგვბეზრდება,” – აცხადებს ფრანგი სპეციალისტი.