დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 10 აგვისტო


მოუ ბეილის სანაცვლოდ 100 მილიონს ჩამოდის

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო კლუბის უფროსებს გარეტ ბეილის ტრანსფერის განხორციელებას სთხოვს. ამ ინფორმაციას ბრიტანული The Sun ადასტურებს.

მიუხედავად იმისა, რომ მადრიდელები მაქსიმალურად ცდილობენ უელსელი ვარსკვლავის შენარჩუნებას, ჟოზე თვლის, რომ კვირაში 500 000-იანმა ხელფასმა შესაძლოა, ბეილის გული მაინც მოიგოს. მადრიდელებისთვის კი 100 მილიონი ფუნტის შეთავაზებას გეგმავს.


უსმან დემბელეს 135 მილიონ ფუნტად აფასებენ

დორტმუნდის “ბორუსიამ” “ბარსელონას” უსმან დემბელეს ფასი დაუსახელა, რომლის გადახდის შემთხვევაშიც, ესპანელები ახალგაზრდა, ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მოთამაშის დამატებას შეძლებენ.

გერმანელები “ლურჯ-ბროწეულისფრებს ნეიმარის ტრანსფერიდან მიღბული 198 მილიონი ფუნტიდან 135 მილიონს სთხოვენ.


“ჩელსი” ოქსის სანაცვლოდ 35 მილიონს ჩამოდის

ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელები მზად არიან ლონდონის “არსენალს” 35 მილიონი ფუნტი გადაუხადონ ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლინის ტრანსფერის სანაცვლოდ.

როგორც იცით, 23 წლის ფეხბურთელს “მეთოფეებთან” სულ რაღაც ერთი წლით აკავშირებს კონტრაქტი. ასე რომ, ამ შეთავაზებაზე “არსენალს” უარის თქმა ძალიან უნდა გაუჭირდეს.


ისკოს ახალი კონტრაქტი

ესპანურ, საკმაოდ ავტორიტეტულ გამოცემას, As-ს თუ დავუჯერებთ, მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელები უახლოეს დღეებში ისკოს კონტრაქტს გაუხანგრძლივებენ. წყაროს ცნობით, კონტრაქტი 2022 წლამდე იქნება გაწერილი.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს, ესპანელი ნახევარმცველი ბრწყინვალე ფორმაშია და ევროპის სუპერთასის მატჩის საუკეთესო მოთამაშეც გახდა.


დემბელემ “ბარსელონას” ინტერესზე ისაუბრა

ევროპის უმთავრესი საფეხბურთო გამოცემები ერთხმად თანხმდებიან იმაზე, რომ კილიან მბაპეს მომავალს სულ მალე მოეფინება მომავალი.

როგორც ცნობილი ხდება, მადრიდის “რეალის” სამიზნემ არჩევანი ფრანგულ “პარი სენ-ჟერმენში” გადასვლაზე გააკეთა, რომელმაც უკვე შეიძინა კატალონიელთა სუპერვარსკვლავი, ნეიმარ ჟუნიორი.