რუნი: “სიტის” პრემიერ ლიგის ყველა დროის საუკეთესოებს შორის ვერ ვხედავ”

მერსესაიდული “ევერტონის” ინგლისელი შემტევის, უეინ რუნის თვალსაზრისით პეპ გვარდიოლას “მანჩესტერ სიტი” პრემიერ ლიგის ყველა დროის საუკეთესო გუნდებს სათანადო კონკურენციას ჯერ ვერ უწევს.

“დარწმუნებული არ ვარ, რომ “სიტი” მათ შორის არის. ვფიქრობ, მათ კიდევ ბევრი უნდა იმუშაონ, ამ დონეს რომ მიაღწიონ.

პრემიერ ლიგას ძალიან ბევრი დიდებული გუნდი ახსოვს. იმისათვის, რომ “მანჩესტერ სიტი” ამ თვალსაზრისით განვიხილოთ, პეპის გუნდმა ტიტულები უნდა მოიგოს და მათმა ჰეგემონიამ კიდევ უფრო დიდი ხანი გასტანოს.

საუკეთესო კლუბი? ჩემი აზრით ეს 2008 წლის “მანჩესტერ იუნაიტედია”.

არა მგონია, ამ გუნდმა სეზონის დაუმარცხებლად დასრულება შეძლოს. ეს პრემიერ ლიგაა და ამ ჩემპიონატში ყველაფერი გაცილებით უფრო რთულადაა, თანაც, მალე ჩემპიონთა ლიგაც ბრუნდება,” – აცხადებს რუნი.

“ბრაიტონი” – “მანჩესტერ სიტი”: გვარდიოლას გუნდმა დამაჯერებლად იმარჯვა

ინგლისის პრემიერ ლიგის პირველი ტურის მატჩში პეპ გვარდიოლას “მანჩესტერ სიტიმ” უმაღლეს ჩემპიონატში ახლადგადმოსული “ბრაიტონის” დამარცხება შეძლო.

“ქალაქელები” მატჩში ძალიან დიდ უპირატესობას ქმნიდნენ, თუმცა გოლი 70-ე წუთამდე ვერ გაიტანეს. აგუეროს მიერ გატანილ გოლს ლევის დანკის ავტოგოლი დაემატა და “სიტიმ” 0:2 მოიგო.

მომდევნო ტურში “სიტი” “ევერტონს” მიიღებს, “ბრაიტონი” კი “ლესტერ სიტის” ეწვევა.


“ბრაიტონი”: რაიანი; ზუტნერი, დანკი, დაფი, სალტორი; ბრაუნი (მერფი 24′), პროპერი, სტეფენსი, მარში (კნოკარტი 77′); ჰემედი, გროსი

მთავარი მწვრთნელი:

“მანჩესტერ სიტი”: ედერსონი; კომპანი, სტოუნზი, ოტამენდი; ფერნანდინიო; უოკერი, დე ბრუინი, სილვა, დანილო; აგუერო (ბერნარდო სილვა 83′), გაბრიელ ჟეზუსი (რაჰიმს სტერლინგი 78′)

მთავარი მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა