“ნიუკასლი” – “ტოტენჰემი”: “მამლებმა” დამაჯერებლად იმარჯვეს

პრემიერ ლიგის პირველი ტურის მატჩში ახლადგადმოსულმა “ნიუკასლმა” ლონდონის “ტოტენჰემი” მიიღო. შეგახსენებთ, რომ ასეთივე დაპირისპირებით დასრულდა 2015/16 წლების სეზონი. ბოლო ტურში გავარდნილმა “ნიუკასლმა” 5:1 გაანადგურა პოჩეტინოს გუნდი.

ამჯერად, ლონდონელებმა დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვება მოახერხეს. მართალია გოლები მას შემდეგ გავიდა, რაც მსაჯმა მოედნიდან ჯორჯო შელვი გააძევა (48′), მაგრამ ლონდონელები მანამდეც ფლობდნენ უპირატესობას. ანგარიში 61-ე წუთზე დელე ალიმ გახსნა, დეივისმა კი 70-ე წუთზე ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდა.

მომდევნო ტურში “ტოტენჰემი” “ჩელსის” უმასპინძლებს, “ნიუკასლი” კი “ჰადერსფილდს” შეხვდება.


“ნიუკასლი”: ელიოტი; დამეტი (ლასკელესი 8′), კლარკი, ლეიეუნე, მანკილო; ჰეიდენი, შელვი; აცუ, პერესი, რიჩი; გეილი (მერინო 76′)

მთავარი მწვრთნელი: რაფა ბენიტესი

“ტოტენჰემი”: ლორისი; უოკერ-პიტერსი, ალდერვაირელდი, ვერტონგენი, დეივისი; დაიერი, დემბელე; სისოკო (სონი 58′), დელე ალი (ვანიამა 82′), ერიკსენი; ჰარი კეინი

მთავარი მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო