“ბაიერნი” – “ლევერკუზენი”: ბუნდესლიგა გოლების წვიმით გაიხსნა (ვიდეო)

ბუნდესლიგის 2017/18 წლების სეზონი საკმაოდ საინტერესო დაპირისპირებამ გახსნა, რომელსაც “ალიანს არენამ” უმასპინძლა – ადგილობრივმა “ბაიერნმა” “ბაიერ ლევერკუზენი” მიიღო და საკმაოდ დამაჯერებლადაც დაამარცხა.

მატჩში ანგარიში მე-9 წუთზე ზულემ გახსნა, რასაც ასევე ახალწვეულის, კორინტინ ტოლისოს გოლი მოჰყვა ათიოდ წუთში. 53-ე წუთზე მატჩის არბიტრმა ისტორიაში პირველად გამოიყენა ვიდეოგამეორება ბუნდესლიგაში და პენალტი დანიშნა, რომელიც გოლად ლევანდოვსკიმ გარდასახა. 65-ე წუთზე კი მეჰმედიმ ერთი ბურთი გაქვითა.

ბუნდესლიგის მეორე ტურში “ბაიერნი” “ვერდერს” ეწვევა, “ლევერკუზენი” კი “ჰოფენჰაიმს” მიიღებს საშინაო არენაზე.


“ბაიერნი”: ულრაიჰი; ალაბა; ჰუმელსი(რაფინია 62′), ზულე, კიმიხი; რუდი, ტოლისო; ფრანკ რიბერი (კინგსლი კომანი 77′), ვიდალი, მიულერი (არიენ რობენი 61′); ლევანდოვსკი

მთავარი მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

“ბაიერ ლევერკუზენი”: ლენო; ჰენრიხსი, ტაჰი, ბენდერი (დრაგოვიჩი 46′), ვენდელი; კორი, არანგისი; ბელარაბი, მეჰმედი, ბაილი; ფოლანდი

მთავარი მწვრთნელი: ჰეიკო ჰერლიხი