“რეალმა” კოვაჩიჩი 75 მილიონად არ გაყიდა
ტურინის “იუვენტუსის” უფროსები სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კიდევ ერთი ტრანსფერის განხორციელებას გეგმავენ – “ბებერმა ქალბატონმა” თვალი მატეო კოვაჩიჩს დაადგა.
იტალიური პრესის ცნობით, ტურინელებმა მადრიდელებს 75 მილიონი ევრო შესთავაზეს 23 წლის ხორვატი ფეხბურთელის სანაცვლოდ თუმცა უარი მიიღეს. “ბლანკოსი” კოვაჩიჩის განათხოვრების ვარიანტსაც არ გამორიცხავს.
“ბარსელონა” დი მარიას უახლოვდება
კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელებს მადრიდის “რეალის” ყოფილი შემტევის, ანხელ დი მარიას ტრანსფერამდე ერთი ნაბიჯი აშორებთ.
The Sun-ის ცნობით, თავად ფეხბურთელს ძალიან სურს პარიზის დატოვება, რაც მის სანაკრებო კარიერაზეც დადებით გავლენას იქონიებს.
“ტორინომ” “ჩელსის” ბელოტი არ მიჰყიდა
უცხოურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელები ალვარო მორატას ტრანსფერს არ სჯერდებიან და ახლა ანდრეა ბელოტის გადაბირებას აპირებენ.
Sun-ის ცნობით, “არისტოკრატებმა” ტურინელებს 63 მილიონი ფუნტი შესთავაზეს, თუმცა უარი მიიღეს – “ტორინო” თავის ვარსკვლავში 88 მილიონ ფუნტს ითხოვს.
არაბიძე “გალათასარაიში”?
დონეცკის “შახტარში” მოთამაშე ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის, გიორგი არაბიძის გადაბირებით თურქული “გალათასარაის” ხელმძღვანელები არიან დაინტერესებულები.
თურქულ პრესაში აქტიურად იწერებიან უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკებების არსებობის შესახებ და როგორც ცნობილი ხდება, ყველაფერი ოფიციალურად უახლოეს დღეებში დადასტურდება.
რობერტსონს ისევ “სელტიკში” აბრუნებენ
“მანჩესტერ სიტის” კუთვნილებაში მყოფ პატრიკ რობერტსონს, რომლის 18-თვიან იჯარასაც ახლახან ამოეწურა ვადა, კვლავ “სელტიკში” ანათხოვრებენ.
Evening Times-ის ცნობით, ამჯერად “ქალაქელები” შოტლანდიურ კლუბში რობერტსონს, რომელმაც გასულ სეზონში 11 გოლის გატანა შეძლო, 1 წლით გაანათხოვრებენ.