ინგლისის პრემიერ ლიგის მეორე ტურში მერსესაიდის “ლივერპულმა” საშინაო არენაზე ფრანკ დე ბურის “კრისტალ პალასი” მიიღო, რომელმაც ჩემპიონატის სტარტზე ძალიან მტკივნეული მარცხი განიცადა ახლადგადმოსულ “ჰადერსფილდთან” (0-3).
მატჩი მასპინძელთა უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა იურგენის ბიჭებმა უპირატესობის ტაბლოზე გამოსახვა მხოლოდ 73-ე წუთზე მოახერხეს, როდესაც სადიო მანემ შეძლო ჰენესის კარის აღება.
მომდევნო ტურში “ლივერპული” “არსენალს” მიიიღებს, “კრისტალ პალასი” – “სუონსი სიტის”.
“ლივერპული”: მინოლე; რობერტსონი, კლავანი, მატიპი, გომესი; ვეინალდუმი (სოლანკე 71′), მილნერი, ჰენდერსონი; ფირმინო, სტარიჯი (სალაჰი 61′), მანე
მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი
“კრისტალ პალასი”: ჰენესი; ფოსუ-მენსა, დანი, ტომკინსი; ვორდი, მილივოიევიჩი (კაიკაი 77′), პანჩეონი, ვან ანჰოლტი (შლუპი 84′); ტაუნსენდი, ლოფტუს-ჩიკი; ბენტეკე
მთავარი მწვრთნელი: ფრანგკ დე ბური