საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ბანიკოვის თასზე მესამე მატჩიც მოიგო – ფინალში მეტოქე გარკვეულია!

დღეს უკრაინაში მიმდინარე ვიქტორ ბანიკოვის თასის მორიგი შეხვედრები გაიმართა.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ესტონელ თანატოლებს დაუპირისპირდა. საგულისხმოა, რომ ამ შეხვედრას ჩვენებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან მათ ფინალის საგზური წინა დაპირისპირებაში გაინაღდეს.

თამაშში ანგარიშის გახსნა 47-ე წუთზე მეუმერსიმ შეძლო. თუმცა, 19 წუთში კვარაცხელიამ გათანაბრება მოახერხა. 70-ე წუთზე დავითაშვილმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

საბოლოოდ, ჩვენმა ბიჭებმა ანგარიშით, 2-1 იმარჯვეს.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები 20 აგვისტოს ბანიკოვის თასის ფინალში ისრაელს დაუპირისპირდება.