“სტოკი” – “არსენალი”: ხესე როდრიგესმა “სტოკელებს” სადებიუტო მატჩში მოაგებინა (ვიდეო)

პრემიერ ლიგის მეორე ტურის მატჩში ლონდონის “არსენალი” “სტოკ სიტის” დაუპირისპირდა, რომელმაც სადებიუტო მატჩი მერსესაიდის “ევერტონთან” მინიმალური სხვაობით დათმო.

მატჩი სტუმართა უპირატესობით მიმდინარეობდა, მრავლად იყო დარტყმებიც – “მეთოფეებმა” 17-ჯერ დაარტყეს მასპინძელთა კარის მიმართულებით, “სტოკის” ფეხბურთელებმა – 10-ჯერ. თუმცა, მათგან ერთადერთი, ხესე როდრიგესის დარტყმა გამოდგა ზუსტი.

მომდევნო ტურში არსენ ვენგერის გუნდი “ენფილდს” ეწვევა, “სტოკ სიტი” კი ტონი პულისის “ვესტ ბრომვიჩს”, რომელიც ბრწყინვალე ფორმაშია და ორი მატჩიდან 6 ქულით ცხრილის სათავეში იმყოფება.