“ტოტენჰემმა” “ჰადერსფილდი” გაანადგურა (ვიდეო)

ინგლისის პრემიერ ლიგის მეშვიდე ტური ახლადგადმოსული “ჰადერსფილდისა” და ლონდონის “ტოტენჰემის” დაპირისპრიებამ გახსნა, რომელიც “დეზების” დამაჯერებელი გამარჯვებით, 0:3 დასრულდა.

მატჩში ანგარიში ლონდონელთა ლიდერმა, ჰარი კეინმა თამაშის მეცხრე წუთზე გახსნა, შვიდი წუთის შემდეგ კი დეივისმა მოახერხა თავის გამოჩენა. 23-ე წუთზე ინგლისელმა გოლეადორმა დუბლი გაიფორმა, საბოლოო ანგარიში კი სისოკომ, დამატებით დროში დააფიქსირა – 0:4.

შედეგად, “ტოტენჰემმა” მესამე ადგილზე გადაინაცვლა 14 ქულით, “ჰადერსფილდი” კი მეათე ადგილის დაკარგვის საშიშროების წინაშე დადგა. მომდევნო ტურში პოჩეტინოს ბიჭები გასავარდნ ზონაში მყოფ “ბორნმუთს” მიიღებენ, “ჰადერსფილდი” კი “სუონსის” ეწვევა.


ნევილი: “ამ ფეხბურთელის გადაბირებას უფრო დიდი კლუბები შეეცდებიან”

“მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ევერტონის” ყოფილი ვარსკვლავი, ფილ ნევილი დარწმუნებულია, რომ 26 წლის ავსტრალიელმა აარონ მუიმ უკვე შეძლო დიდი კლუბების გულის მოგება.

“აარონი ფანტასტიკურად გამოიყურება. მას “ჰადერსფილდის” ყველა წარმატებაში მიუძღვის წვლილი,” – აცხადებს ნევილი Premier League Today-სთან საუბრისას.

“ვფიქრობ, მის თამაშს უკვე აკვირდებიან დიდი კლუბების სკაუტები, რომლებიც ფიქრობენ, რომ მას “ჰადერსფილდზე” უკეთეს კლუბშიც შეუძლია თამაში.

შესაძლოა, მუიმ “ჰადერსფილდი” იანვარშივე დატოვოს,” – დაამატა მან.