ნიკოლა ბურდისო “ტორინოში” მიდის

“რომასა” და მილანის “ინტერის” ყოფილი მცველი ნიკოლა ბურდისო კარიერას “ტორინოში” გააგრძელებს. L’Equipe-ი წერს, რომ არგენტინელი ფეხბურთელი ტურინულ კლუბთან ერთწლიან შრომით ხელშეკრულებას მოაწერს ხელს.

ნიკოლა ბურდისო უკანასკნელად “ჯენოაში” თამაშობდა. 36 წლის მცველმა კლუბი გასული სეზონის ბოლოს დატოვა. შესაბამისად, ის თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს და “ტორინოს” უსასყიდლოდ შეუერთდება. ბურდისო გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოლაპარაკებას ბერძნულ “პანათინაიკოსთან” აწარმოებდა, თუმცა, საბლოო ჯამში, “ტორინოში” გადასვლა არჩია.