“მონაკომ” ბალდე კეიტა დაიმატა

რომის “ლაციოს” თავდამსხმელი ბალდე კეიტა კარიერას “მონაკოში” გააგრძელებს. მხარეებს შორის ხუთწლიან შრომით ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. ახალგაზრდა ფორვარდი “მონაკოს” ღირსებას 14-ნომრიანი მაისურით დაიცავს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მონეგასკელებმა სენეგალელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გაიღეს.

ბალდე კეიტამ იტალიის სერია A-ს შარშანდელ გათამაშებაში 31 მატჩი ჩაატარა, 16 გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

შეგახსენებთ, რომ “მონაკომ” სტევან იოვეტიჩიც დაიმატა.