მიშელ ბასტოსი “რომაში” იჯარით ითამაშებს

იტალიურმა “რომამ” ოფიციალურად დაადასტურა, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი, მიშელ ბასტოსი კლუბში სეზონის ბოლომდე ითამაშებს.

30 წლის მარცხენა ფლანგელმა ორშაბათს სამედიცინო შემოწმება გაიარა. ბასტოსი “რომაში” იჯარით იასპარეზებს, რაშიც რომაელებმა მის ყოფილ კლუბ “ალ აინს” 1.1 მილიონი ევრო უნდა გადაუხადონ. თუმცა, სეზონის ბოლოს, “ჯალოროსის” ბასტოსის სატრანსფერო უფლებების სრულად გამოსყიდვა შეეძლება, რაშიც “რომას” 3.3 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ ბასტოსს თავის დროზე, “ფეინოორდში”, “ლილში”, “ლიონსა” და “შალკეში” უასპარეზეია.