Kasabian-ის გიტარისტმა გოლფის ბურთით ის გააკეთა, რაც პაულინიომ და დემბელემ ფეხბურთის ბურთით ვერ შეძლეს (ვიდეო)

პოპულარული ბრიტანული როკჯგუფის Kasabian-ის გიტარისტმა სერჯიო პიცორნომ გოლფის ბურთი იმდენჯერ აკენწლა, რომ “ბარსელონაში” ახლახან გადასულ პაულინიოსა და უსმან დემბელეს ნამდვილად შეშურდებოდათ. ამ უკანასკნელებმა კატალონიურ გუნდში გადასვლის შემდეგ გამართულ პრეზენტაციაზე კენწვლით თავი ნამდვილად ვერ გამოიჩინეს.

სხვათა შორის, პიცორნო ბავშვობაში ფეხბურთს აქტიურად თამაშობდა და ერთი წელი “ნოტინგემ ფორესტის” ახალგაზრდულ გუნდშიც გაატარა. იტალიური წარმოშობის მუსიკოსი “ლესტერ სიტისა” და “ჯენოას” ფანია.