მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვაკეთთან გასამართი მატჩის წინ ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გარეთ საუთგეიტმა ფილ ჯონსზე ისაუბრა, რომელმაც მალტასთან მატჩში (4-0) საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
“დიდი ხანია რაც ფილს ვაკვირდები და საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ის საუკეთესო მცველის სტატუსს ინარჩუნებდა, გამონაკლისი არც გასული სეზონი ყოფილა.
ბურთთან ერთად ის ძალიან კორექტულად მოქმედებს, ძლიერია და თამაშსაც საკმაოდ მაღალ დონეზე კითხულობს და რაც მთავარია, დაცვაში აგრესიულად თამაშობს, ეს კი ძალიან მომწონს. ყველაფერთან ერთად, ის ძალიან გამოცდილი მოთამაშეცაა.
ფილი ბრწყინვალე ორგანიზატორიცაა. მოხარული ვარ, რომ მისი თამაშის გადაწყვეტილება მივიღე. ახლა უკვე ყველასათვის ცნობილია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მისი როლი გუნდში,” – აცხადებს საუთგეიტი.