ესპანეთმა ლიხტენშტაინს რვა უპასუხო გოლი გაუტანა (ვიდეო)

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მერვე ტურში ბრწყინვალე ფორმაში მყოფი ესპანეთის ნაკრები G ჯგუფის აუტსაიდერს, ლიხტენშტაინს ეწვია და გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა.

მატჩში ანგარიში მალევე, მესამე წუთზე გაიხსნა, როდესაც დავიდ სილვას ჩაწოდებას სერხიო რამოსი გამოეხმაურა. მე-15 წუთზე ალვარო მორატამ სხვაობა ორამდე გაზარდა, მალე ისკომაც შეძლო თავის გამოჩენა (16′). პირველი ტაიმის საბოლოო ანგარიში კი 39-ე წუთზე, დავიდ სილვამ დააფიქსირა – 0:4.

“ფურია როხამ” მატჩშის მეორე ნახევარშიც ამდენივე გოლი გაიტანა – იაგო ასპასმა დუბლით დაგვამახსოვრა თავი (51′; 63′), თავისი მეორე გოლიგაიტანა ალვარო მორატამაც, გოპელმა კი მატჩის 89-ე წუთზე საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი.

შედეგად, რვა ტურის შემდეგ G ჯგუფს, სადაც ესპანეთის ნაკრებთან ერთად, იტალიის, ალბანეთის, ისრაელის, მაკედონიისა და ლიხტენშტაინის გუნდები არიან თავმოყრლილნი, ლოპოტეგის ბიჭები ლიდერობენ 22 ქულით (32 გატანილი და 3 გაშვებული გოლით).