დიეგო კოშტა დიდხნიანი პაუზის შემდეგ ლონდონში დაბრუნდა.
ანტნიო კონტემ თავდამსხმელს გასული სეზონის ბოლოს უთხრა, რომ მას იგი აღარ სჭირდებოდა. სწორედ ამიტომ, კოშტა თავის ქვეყანაში, ბრაზილიაში წავიდა და იქ სამი თვე იმყოფებოდა. ირკვევა, რომ ამ დროის მანძილზე დიეგოს სპეციალური პროგრამით არ უვარჯიშია და მისი ფიზიკური კონდიციები არასახარბიელოა. კოშტა უახლოეს მომავალში დაიწყებს დიდი დატვირთვით ვარჯიშს, რათა მაქსიმალურად მალე ჩადგეს ფორმაში.
სატრანსფერო ფანჯრის დროს, მადრიდის “ატლეტიკო” ცდილობდა, 28 წლის შემტევი დაემატებინა, თუმცა “არისტოკრატებმა” იმაზე მეტი მოითხოვეს, ვიდრე “როხიბლანკოს” ბოსები იხდიდნენ. როგორც ვარაუდობენ, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ორ კლუბს შორის შეთანმხება მაინც შედგება და კოშტა მადრიდულ კლუბში გადავა.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ კონტემ დიეგო ჩემპიონთა ლიგის განაცხადში არ შეიყვანა.