არგენტინის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერმოხვედრის საფრთხის წინაშე დგას. სამხრეთამერიკელებს 16 ტურის შემდეგ 24 ქულა აქვთ და მეხუთე, საპლეიოფო პოზიციაზე იმყოფებიან. თუმცა, მათ მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება ჩილე. უკანასკნელ ტურში ამ გუნდმა ვენესუელასთან გააგორა ფრე.
დიეგო არმანდო მარადონამ საკუთარი ქვეყნის ნაკრებზე ისაუბრა.
“მათი ცქერა მაშინებს. ეს ის არაა, რასაც ჩვენი გუნდისგან ველით. ვფიქრობ, მწვრთნელს სასტარტო შემადგენლობაში უკეთესი ფეხბურთელების დაყენება შეუძლია. ერთ-ერთი ასეთი, გონსალო იგუაინია. მისი სათადარიგოთოა სკამზე დასმა უპატივცემულობაა.”
“მართალია, იგუაინმა ბევრი ისეთი შანსი ვერ გამოიყენა, რომელიც მთლიანად არგენტინული ფეხბურთის ისტორიას შეცვლიდა, თუმცა შენ არ შეგიძლია ყველასთვს ცნობილი მოთამაშე სხვა უცნობი ფეხბურთელით ასე უცებ ჩაანაცვლო. თუ მათ უნდათ, რომ იკარდი ბატისტუტად გარდაქმნანა, ცდებიან!” – აცხადებს მარადონა.