ფრენკ რიბერი: “ფულის გამო სხვა კლუბში არასოდეს გადავალ”

მიუნხენის “ბაიერნის” შემტევი ნახევარმცველი, ფრენკ რიბერი აღიარებს, რომ ზაფხულში რამდენიმე წინადადება მიიღო ჩინური კლუბებისგან, მაგრამ მალევე უარყო ისინი.

“ჩინური და კატარული კლუბებიდან მქონდა წინადადებები,თუმცა ჯერჯერობით ფორმაში ვარ და კლუბის დატოვების არანაირი სურვილი არ გამაჩნია. ფული ჩემთვის მთავარი არ არის.

რა თქმა უნდა, ფული ადამიანის ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობს და ბევრ რამეზეც მოქმედებს, თუმცა ეს ჩემთვის პირველ ადგილზე ნამდვილად არ დგას.

ფულის გამო სხვა კლუბში არასოდეს გადავალ,” – აცხადებს ფრანგი ფეხბურთელი, რომელიც “ბაიერნში” 2007 წლიდან თამაშობს.